Tuesday, June 19, 2018

საწრეო მუშაობის რეფლექსია


                                       
       2017- 2018 სასწავლო წელს შევქმენი ქართული ენის წრე “ ბალავარი“.   წრეში  გაერთიანებული იყვნენ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები - მეხუთედან  მერვე კლასის ჩათვლით. განსახილველი თემები ისეთი შევარჩიე ,რომ   მათთვის გასაგები და საინტერესო ყოფილიყო. მოსწავლეებს სრულყოფილად, რომ აეთვისებინათ   მართლმეტყველებისა და მართლწერისათვის განკუთვნილი მასალა , ჩავთვალე საჭიროდ, პროგრამა გამეშალა მთელ წელზე (-  II  სემესტრზე).     ვესაუბრე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. ისინი დადებითად შეხვდნენ ჩემს ინიციატივას. გავაცანი საწრეო მუშაობის პროგრამა და მეცადინეობის ხანგრძლივობა  . ჩავატარე  ანკეტური გამოკითხვა  , მივაწოდე კომენტარი : რას შეისწავლიდნენ ,რომელი აქტივობებით რა შედეგს მიაღწევდნენ.   
      ჩემი მიზანი იყო, რომ თითოეულ მოსწავლეში გამეცნობიერებინა ქართული ენისადმი სიყვარული და პატივისცემა -  „ქართული მარტო ენა არ არის ,იგი ჩვენი სულის ნაწილიცაა. ამიტომაც :   აუცილებელია ისე ვიცოდეთ ქართული , რომ გული ლაღობდეს სული ზეიმობდეს... “ . ამ პათოსით შევეცადე ათთვის ჩამენერგა საკუთარი ძალების წმენა და გამოემუშავებინათ   დადებითი დამოკიდებულება ქართული ენის წესებისა და, საერთოდ, ქართული   სალიტერატურო ენის  ნორმების  დაცვის   მიმართ.  განსაკუთრებით, ავღნიშნავდი მოსწავლეთა იმ უნარებს წრის მუშაობისას,რომ გამოამჟღავნეს: წაკითხული ტექსტის გააზრება , მთავარი იდეის გამოყოფა,  ტექსტის ნაწილებს შორის მიმართების დადგენა, შემოქმედებითი უნარი , კრიტიკული აზროვნების უნარი, ანალიზის უნარი. ყოველივე ეს ,მოსწავლეებს დაეხმარათ სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნებაში , ჩამოუყალიბდათ მხატვრული გემოვნება, განუვითარდათ შემოქმედებითი უნარი.
    საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად:
გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, მაგრამ დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს.
მოსწავლე თავად პოულობდა შეცდომას და ასწორებდა მას.
მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიათ ნამუშევრებს, მათში არსებულ შეცდომებს და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.
     მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე, ასრულებდნენ სავარჯიშოებს, გაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა საგნისადმი, გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე.მიუხედავად ამისა , მაინც გამოიკვეთა  სირთულეები: კორექცია ენობრივი ნორმების გამოყენებით ,წაკითხულიდან აზრის სწორად გამოტანა ,  ,დაუკვირვებლობა.  მოსწავლეთა უმრავლესობამ შეძლო დასახული მიზნის მიღწევა . საინტერესო იყო თითოეული შეხვედრა . ბავშვებს, განსაკუთრებით იზიდავდა თვალსაჩინო მასალა . გამოვიყენეთ  ინტერნეტრესურსი სქემები , ბარათები ,ცხრილი -„სიტყვის გამომძიებელი“. მეცადინეობები მიმდინარეობდა კეთილგანწყობილ , აკადემიურად მდიდარ სივრცეში, სადაც პირდაპირ აისახება მოსწავლეების მოტივაციაზე და განწყობაზე .
   ქართული ენის წრის მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზე.
 შევასრულე გეგმით გათვალისწინებული აქტივობები, თუმცა მოსწავლეთა მოტივაცია იძლევა იმის საფუძველს, რომ შესაძლებელი იყო მეცადინეობების რაოდენობის  კიდევ   გაზრდა ,    რასაც    მომდევნო    წელს    აუცილებლად გავითვალისწინებ.   ჩატარებული  შემაჯამებელი ტესტის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ  მოსწავლეთა უმეტესობამ საკვანძო ტერმინები სრულად გაიაზრა და პროგრამის ფარგლებში მიწოდებული ინფორმაცია აქცია ცოდნად.საწრეო მუშაობის მიზანი მიღწეული იქნა ეროვნული სასწავლო გეგმის   მოთხოვნის    შესაბამისად.


                                                                                                   ნატო გუმბერიძე

No comments:

Post a Comment