ნატო გუმბერიძე
Tuesday, June 19, 2018
საწრეო მუშაობის რეფლექსია
2017- 2018 სასწავლო წელს
შევქმენი ქართული ენის წრე “ ბალავარი“. წრეში გაერთიანებული იყვნენ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები - მეხუთედან მერვე კლასის ჩათვლით. განსახილველი თემები ისეთი შევარჩიე
,რომ მათთვის გასაგები და საინტერესო ყოფილიყო. მოსწავლეებს სრულყოფილად, რომ აეთვისებინათ მართლმეტყველებისა და მართლწერისათვის განკუთვნილი მასალა , ჩავთვალე საჭიროდ,
პროგრამა გამეშალა მთელ წელზე (I
- II სემესტრზე). ვესაუბრე
მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. ისინი დადებითად შეხვდნენ ჩემს ინიციატივას. გავაცანი
საწრეო მუშაობის პროგრამა და მეცადინეობის ხანგრძლივობა . ჩავატარე
ანკეტური გამოკითხვა , მივაწოდე კომენტარი
: რას შეისწავლიდნენ ,რომელი აქტივობებით რა შედეგს მიაღწევდნენ.
ჩემი მიზანი იყო, რომ თითოეულ
მოსწავლეში გამეცნობიერებინა ქართული ენისადმი სიყვარული და პატივისცემა - „ქართული მარტო ენა არ არის ,იგი ჩვენი სულის
ნაწილიცაა. ამიტომაც : აუცილებელია ისე
ვიცოდეთ ქართული , რომ გული ლაღობდეს სული ზეიმობდეს... “ . ამ პათოსით შევეცადე მათთვის ჩამენერგა საკუთარი ძალების რწმენა და გამოემუშავებინათ დადებითი დამოკიდებულება ქართული ენის წესებისა და, საერთოდ, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დაცვის მიმართ. განსაკუთრებით, ავღნიშნავდი მოსწავლეთა იმ
უნარებს წრის მუშაობისას,რომ გამოამჟღავნეს: წაკითხული ტექსტის გააზრება , მთავარი
იდეის გამოყოფა, ტექსტის ნაწილებს შორის
მიმართების დადგენა, შემოქმედებითი უნარი , კრიტიკული აზროვნების უნარი, ანალიზის
უნარი. ყოველივე ეს ,მოსწავლეებს დაეხმარათ სამყაროსა და საკუთარი თავის
შემეცნებაში ,
ჩამოუყალიბდათ მხატვრული გემოვნება, განუვითარდათ შემოქმედებითი უნარი.
საწრეო მუშაობის პერიოდში მოტივაციის ასამაღლებლად:
• გზადაგზა ვახალისებდი მოსწავლის წარმატებას, მაგრამ დეტალურად ვუხსნიდი თითოეული შეცდომის მიზეზს.
• მოსწავლე თავად პოულობდა შეცდომას და ასწორებდა მას.
• მოსწავლეები აკვირდებოდნენ თავიათ ნამუშევრებს, მათში არსებულ შეცდომებს და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორ პასუხამდე.
მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე, ასრულებდნენ სავარჯიშოებს, გაუღვივდათ ინტერესი და პატივისცემა საგნისადმი, გაიზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე.მიუხედავად ამისა , მაინც გამოიკვეთა სირთულეები: კორექცია ენობრივი ნორმების
გამოყენებით ,წაკითხულიდან აზრის სწორად გამოტანა , ,დაუკვირვებლობა. მოსწავლეთა უმრავლესობამ შეძლო დასახული მიზნის
მიღწევა . საინტერესო იყო თითოეული შეხვედრა . ბავშვებს, განსაკუთრებით იზიდავდა
თვალსაჩინო მასალა . გამოვიყენეთ
ინტერნეტრესურსი სქემები , ბარათები ,ცხრილი -„სიტყვის გამომძიებელი“. მეცადინეობები
მიმდინარეობდა კეთილგანწყობილ , აკადემიურად მდიდარ სივრცეში, სადაც პირდაპირ
აისახება მოსწავლეების მოტივაციაზე და განწყობაზე .
ქართული ენის წრის მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზე.
შევასრულე გეგმით გათვალისწინებული აქტივობები, თუმცა
მოსწავლეთა მოტივაცია იძლევა იმის საფუძველს, რომ შესაძლებელი იყო მეცადინეობების რაოდენობის
კიდევ
გაზრდა , რასაც
მომდევნო წელს
აუცილებლად გავითვალისწინებ. ჩატარებული
შემაჯამებელი ტესტის საფუძველზე შემიძლია ვთქვა,
რომ მოსწავლეთა უმეტესობამ საკვანძო ტერმინები
სრულად გაიაზრა და პროგრამის ფარგლებში მიწოდებული ინფორმაცია აქცია ცოდნად.საწრეო მუშაობის მიზანი
მიღწეული იქნა
ეროვნული სასწავლო გეგმის
მოთხოვნის შესაბამისად.
ნატო გუმბერიძე
ქართული ენის წრე
წრის დასახელება: „ ბალავარი“
სკოლა: სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა
სამიზნე ჯგუფი: V-
VIII კლასის მოსწავლეები
წრის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნატო გუმბერიძე
საწრეო მუშაობის მიზნები:
მოსწავლეთა ცოდნის
გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით
·
გაეცნობიან
თეორიულ მასალას , რომელიც ემსახურება ,როგორც სააზროვნო , ასევე წერისა და
კითხვის უნარების განვითარებას.
·
მართებულად
შეარჩევენ ბრუნვის ფორმებს კონტექსტური მნიშვნელობების
გამოსახატავად.
·
ამოიცნობენ
და შესაბამის კონტექსტებში გამოიყენებენ ზმნის პირის,რიცხვის,
დრო -კილოთა სათანადო ფორმებს.
·
წაიკითხავენ
დამოუკიდებლად სინფორმაციო და მხატვრული ტექსტებს. დაამუშავებენ უცხო სიტყვებს.
·
შეძლებენ
გრამატიკული წესების სწორად გამოყენებას და მართლწერის ნორმების დაცვას.
მოსალოდნელი
შედეგი
საწრეო მუშაობის პროცესში
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
·
ნაცნობი
ლექსიკის,ნასწავლი ენობრივ -სინტაქსური კონსტრუქციებისა
და სტრუქტურული ელემენტების მიზნობრივად შერჩევა და სათანადოდ გამოყენება.
·
ორთოგრაფიისა
და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება, გრამატიკული თვალსაზრისით მართებული
სიტყვაფორმების აგება.
·
ენობრივ
გრამატიკული ფორმების აღქმა და მართებულად გამოყენება შესაბამის სამეტყველო სიტუაციებში.
·
სხვადასხვა
სახის ტექსტების წაკითხვა , გაგება-გაანალიზება.
·
ქართული
ენის ძირითადი ნორმების დაცვა.
0
წრის მოკლე აღწერა:
„ ქართული
ენა, მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლებიის
ენაა, სკოლის ბალავარია, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა“.
ყველა სიახლეს, განსაკუთერებით სწავლებაში,ახლავს
სიძნელეები, რომლის
დასაძლევადაც ბევრი რამ კეთდება. მშობლიური ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებულმა სწავლებამ,პოზიტიურთან ერთად, გარკვეული
პრობლემები წარმოშვა. დამაფიქრებელია ის შედეგები
, რაც ამ კუთხით დღესდღეობით გვაქვს: _ენის უსისტემოდ სწავლება, ენობრივი მასალის
ხელოვნურად „მიბმა“ ტექსტზე, სწავლებაში ქრონოლოგიური თანმიმდევრობის უგულებელყოფა
და სხვა.
ამ წრის მიზანია არა გრამატიკული ცოდნის თვითმიზნური
დაგროვება, არამედ პრაქტიკული გრამატიკის საკითხებზე აქცენტირება, რათა მიღწეულ იქნეს მოსწავლეთა სრულყოფილი
ენობრივი განვითარება.
ფუნქციონირება
·
მეცადინეობის
ხანგრძლივობა : 2017- 2018 წლის I- II სემესტრი
·
სამუშაო
რეჟიმი: ოთხშაბათი ( 1500-1600 სთ)
·
წრეში
მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა :11-14
მოსწავლე
ქართული ენის წრის სამუშაო პროგრამა 2017-18 სასწ.წ I-II სემესტრი
N
|
თვე და რიცხვი
|
თემის დასახელება
|
მიზანი
|
აქტივობა
|
რესურსი
|
1
|
27/09
|
ენის რაობა. სიტყვა, ქართული ენის ლექსიკა.
|
მოსწავლეები გააცნობიერებენ სიტყვის მნიშვნელობასა და ქართული ენის
ლექსიკის არსს.
|
·
მინი
ლექცია კითხვა -პასუხი
·
სავარჯიშოები
ანალიზისათვის
|
ფორმატი, მარკერი,ცარცი
სქემები, დიაგრამები,დახმარე
სახელმძღვანელო.
|
2
|
4/10
|
სიტყვათა კლასები სიტყვის მნიშვნელობები.
|
მოსწავლეები გაეცნობიან სიტყვათა კლასებს.შეისწავლიან დამოუკიდებელ და სრულმნიშვნელობიან სიტყვებს , პრაქტიკულად ამოიცნობენ მათ წინადადებაში.
|
·
კითხვა-
პასუხი
·
მინი-ლექცია
·
სავარჯიშოები
ანალიზისათვის.
|
დამხმარე სახელმძღვანელო.თაბახის
ფურცლები .მარკერი სქემები.
|
3
|
11/10
|
მეტყველების ნაწილები.
ფორმაცვალებადი და ფორმაუცვლელი სიტყვები
|
მოსწავლეები შეძლებენ
წინადადებებში მეტყველების ნაწილების ამოცნობას და გაარჩევენ ფორმის ცვალებადობის მიხედვით.
|
·
გონებრივი იერიში
·
მინი
ლექცია
·
„ცნების
რუკა“
|
ფლიფრჩატი,მარკერი,
ბარათები, სახელმ.- ნ. შარაშენიძე,დაფა,ცარცი/
|
4
|
18/10
|
არსებითი სახელი.
არსებითი სახელის ჯგუფები.
|
მოსწავლეები გაეცნობიან არსებითი სახელის ჯგუფებს შინაარსის მიხედვით და პრაქტიკულად განახორციელებენ მათ
მოძებნას წინადადებებში.
|
·
ტექსტის შექმნა
·
რესურსის
შექმნა
·
სავარჯიშოები
ანალიზისათვის.
|
სახ.-შარაშენიძე-მორფოლოგია.
დაფა , ცარცი.ფლიფრჩატი , მარკერი.
|
5
|
25/10
|
არსებითი სახელის მართლწერა.
|
მოსწავლეები შეძლებენ წერის დროს არსებითი სახელების მართლწერის ნორმების
დაცვას.
|
·
გონებრივი იერიში
·
მინი
ლექცია
·
სავარჯშოები
ანალიზისათვის.
|
ელექტრ. პრეზენტაცია
(Power point) რვეული. დაფა, ცარცი. შეცდომებით დაბეჭდილი ტექსტი
|
6
|
1/11
|
თანდებულთან დაკავშირებული
მართლწერის საკითხები
|
მოსწავლეები დააკვ
ირდებიან თანდებულიან სიტყვებს და გაეცნობიან
თანდებულიანი ბრუნვის ფორმებს
|
·
მინი
ლექცია
·
კითხვა
-პასუხი
·
რესურსის შექმნა
|
ელექტრ.პრეზენტაცია (Power
point)ბარათები, ფლიფრჩატი მარკერი.
|
7
|
8/11
15/11
|
ზედსართავი სახელების
ხარისხის ფორმები. ზედსართავი სახელის ბრუნება
არსებითთან ერთად (2სთ)
|
მოსწავლეები შეძლებენ ზედსართავი სახელების ხარისხის ფორმების გარჩევას
,სწორად შეუწყონ ბრუნების დროს მსაზრვრელ
-საზღვრული ერთმანეთს.
|
·
მინი ლექცია
·
ვენის
დიაგრამა
·
ტექსტის
შექმნა
·
სავარჯიშოები
ანალიზისათვის
|
დაფა , ცარცი
, თაბახის ფურცლები ,კალამი,ფლიფრჩატი ,
მარკერი , ბარათები.
|
8
|
22/11
|
ზედსართავ სახელებთან
დაკავშირებული ორთოგრაფიული ,სინტაქსური
და სტილისტური შეცდომები
|
მოსწავლეები პოულობენ და ასწორებენ ორთოგრაფიულ , სინტაქსურ და სტილისტურ შეცდომებს
|
·
კითხვა
-პასუხი
·
მინი
ლექცია
·
დამოუკიდებელი
სამუშაო
|
ელქტრონული სავარჯიშოები
. დამხმარე სახელმძღვანელო, სქემები დიაგრამები , ბარათები
|
9
|
29/11
|
ნაცვალსახელი.
ნაცვალსახელების მართლწერა
|
მოსწავლეები მოძებნიან
წინადადებებში ნაცვალსახელებს და პირის ნაცვალსახელების გამოყენებით შეადგენენ წინადადებებს
|
·
კითხვა-
პასუხი
·
მინი
ლექცია
·
აზრობრივი
რუკა
·
ცხრილის
შევსება
|
ბარათები გამოტოვებული
სიტყვებით,ფლიფრჩატი , საწერ-კალამი რვეული
|
10
|
6/12
13/12
|
ზმნა. პირის ნიშანთა
მართლწერა. დროისა და კილოს კატეგორიის განხილვა.
|
მოსწავლეები კითხვის
დასმის ხერხით ამოიცნობენ ზმნებს წინადადებებში,
დააკვირდებიან ზმნების მოქმედებებს და ივარჯიშებენ მოქმედი პირების ზმნასთან
შეწყობაზე
|
·
მინი ლექცია
·
დეფორმირებული
ტექსტი
·
სავარჯიშოები
ანალიზისათვის
|
ელექტრ. პრეზენტაცია
(Power point) რვეული. დაფა, ცარცი. შეცდომებით დაბეჭდილი ტექსტი
|
11
|
20/12
|
ფუძემონაცვლე
ზმნები
|
მოსწავლეები დააკვირდებიან პირების მიხედვით ზმნის ცვალებადობას
|
·
გონებრივი იერიში
·
მინი
ლექცია
·
დამოუკიდებელი
სამუშაო
|
დაფა , ცარცი
, თაბახის ფურცლები ,კალამი,ფლიფრჩატი ,
მარკერი , ბარათები.
|
12
|
27/12
|
შემაჯამებელი მუშაობა განვლილი საკითხების ირგვლივ
|
შეძლებენ მიღებული ცოდნის წარმოჩენას
|
ტესტზე მუშაობა
|
ტესტი , საწერ-კალამი
|
13
|
17/01
|
ზმნისწინი. ზმნისწინთა
მართლწერა
|
მოსწავლეები გაარკვევენ
ზმნისწინის არსს და ამოიცნობენ მას ზმნის ფორმებში
|
·
კითხვა
პასუხი.
·
მინი
ლექცია
·
აზრობრივი
რუკა
·
ცხრილის
შევსება
|
ელექტრ. პრეზენტაცია
(Power point) რვეული. დაფა, ცარცი. შეცდომებით დაბეჭდილი ტექსტი
|
14
|
24/01
|
სიტყვათა ფორმაცვალება
|
მოსწავლეები დააკვირდებიან
და გაანალიზებენ სიტყვათა ფორმაცვალებადობას
სხვადასხვა წინადადებაში.
|
·
კითხვა-
პასუხი
·
მინი
ლექცია
·
აზრობრივი
რუკა
·
ცხრილის
შევსება
|
ელქტრონული სავარჯიშოები
. დამხმარე სახელმძღვანელო, სქემები დიაგრამები , ბარათები
|
15
|
31/01
|
სიტყვათა წარმოქმნა
მარტივი, ნაწარმოები და რთული სიტყვები
|
მოსწავლეები შეადგენენ
წინადადებებს მარტივი ნაწარმოები და რთული სიტყვების გამოყენებით
|
·
გონებრივი იერიში
·
სტილისტიკური
სავარჯიშოები
|
დაფა , ცარცი
, თაბახის ფურცლები ,კალამი,ფლიფრჩატი ,
მარკერი , ბარათები. სქემები.
|
16
|
7/02
|
რთული სიტყვების
მართლწერა
|
შეძლებენ რთული
სიტყვების დაწერას სწორი ფორმებით. შეისწავლიან მართლწერის წესებს რთული სიტყვების წარმოებასთან დაკავშირებით
|
·
კითხვა-
პასუხი
·
მინი
ლექცია
·
აზრობრივი
რუკა
·
ცხრილის
შევსება
|
ელქტრონული სავარჯიშოები
. დამხმარე სახელმძღვანელო, სქემები დიაგრამები , ბარათები
|
17
|
14/02
21/02
|
წინადადებების
სწორი წარმოთქმა და სავენი ნიშნები
|
მოსწავლეები დააკვირდებიან
წინადადებათა წარმოთქმის ინტონაციებს და შეიმუშავებენ სწორი მეტყველების უნარ -ჩვევებს.
|
·
მინი ლექცია
·
დეფორმირებული
ტექსტი
·
სავარჯიშოები
ანალიზისათვის
|
ელექტრ. პრეზენტაცია
(Power point) რვეული. დაფა, ცარცი. შეცდომებით დაბეჭდილი ტექსტი
|
18
|
28/02
|
სიტყვა სხვადასხვა მნიშვნელობით
|
მოსწავლეები გაეცნობიან
,რომ ნებისმიერი სიტყვა შეიძლება აღმოჩნდეს გადატნითი მნიშვნელობით,რის შედეგადაც
მიიღება ამა თუ იმ სიტყვის მრავალმნიშვნელობა
|
·
ტექსტის
გაცნობა ტექსტის დაყოფა შინაარსობრივ მონაკვეთებად ლექსიკუ- გრამატიკული სავარჯიშოები
|
დაფა, ცარცი, თაბახის ფურცელი, კალამი , ბარათები.
|
19
|
7/03
|
სინონიმები
|
მოსწავლეები მიიღებენ
ცოდნას შინაარსით სიტყვების შესახებ. ასევე, გაიაზრებენ მის სემანტიკურ მნიშვნელობას, რომ ისინი დროთა განმავლობაში ორგანულ ნაწილად იქცევიან და ერთგვარ ფორმულებად არსებობენ ენაში.
|
·
ტექსტის გაცნობა.
·
შესწავლილი
ნაწარმოების გმირთა დახასიათება ზედსართავ
სახელთა მოშველიებით.
·
დახარისხება
და შედარება.
·
სიტყვის
პირამიდა.
|
რვეული , დაფა,
ცარცი, მარკერები, კალამი ,ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, მოსწავლის სახელმძღვანელო.
|
20
|
21/03
|
ანტონიმები
|
მოსწავლეები შეისწავლიან ენის ლექსიკის სემანტიკური მიმართების
ერთ-ერთ ძირითად ასპექტს. გაიგებენ , რომ
პოლარულობა (განსხვავებათა უკიდურესობა) ანტონიმების აუცილებელი პირობაა.
|
·
სინონიმურ
და ანტონიმურ ზედსართავებზე მუშაობა.
·
დახარისხება
და შედარება.
·
სიტყვების
რუკა .
·
ლექსიკური
სავარჯიშოები.
|
საკითხავი ტექსტი(მხატვრული) დაფა , ცარცი, ბორდმაკერი,
რვეული/
|
21
|
28/03
4/04
|
უცხო ტექსტის წაკითხვა - გააზრება.
|
ამოიცნობენ ტექსტის
სტრუქტურულ ელემენტებს. დაყოფენ ტექსტს შინაარსობრივ ნაწილებად, დააკავშირებენ სათაურს
ტექსტთან.
|
·
საინფორმაციო
ტექსტი.
·
ტექსტის
წაკითხვა მონიშვნებით.
·
დაფიქრდი
, დაწყვილდი,გაუზიარე.
·
ცნების
რუკა.
·
ვენის
დიაგრამა .
·
ცხრილი
-სიტყვების გამომძიებელი.
|
კომპიუტერი, პროექტორი,
დაფა ცარცი , ფურცლები, მარკერები,ინფორმაციის წყარო, ნაბეჭდი მასალა, სლაიდი , ვიდეო
ფილმი.
|
22
|
11/04
|
მოთხრობის გაგრძელება
|
გაეცნობიან ,
როგორც თხრობითი ტექსტისათვის დამახასიათებელ სტრუქტურას , ასევე სიუჟეტის განვითარების
ორიგინალურ გადაწყვეტას. დაიცავენ მართლწერის წესებსა და სწორად გამოიყენებენ სასვენ ნიშნებს.
|
·
გონებრივი
იერიში.
·
მოდელირება
ხმამაღალი ფიქრით.
·
შეკითვები
ილუსტრაციების გარშემო. ვერბალურ - ვიზუალური
ასოციაციების რუკა.
·
დიკუსია.
|
ტექსტი , თვალსაჩინოება,
ინტერნეტრესურსი, ფლიფრჩატი, მარკერი.
|
23
|
18/04
|
დიალოგის ჩაწერის წესი
|
მოსწავლეები დააკვირდებიან თითოეული მოსაუბრის (კითხვა ან პასუხი)სიტყვებს
, ინტონაციას.შეისწავლიან მართლწერის წესებს , რომ მოსაუბრის სიტყვები ახალი ხაზიდან
იწყება და წინ ტირე დაესმის.
|
·
კითხვები
საუბრისათვის.
·
როლური
თამაში-„უბნის კრება“.
·
დიალოგის
აგება წერილობით.
·
არგუმენტირებული დიალოგი.
|
ტესტი,ინტერნეტრესურსი,სლაიდი
ვიდეო ფილმი, ფურცლები , კალამი
|
24
|
25/04
|
პრეზენტაცია
|
მოსწავლეები შეძლებენ
გამართული სალიტერატურო ენით საუბარს და გამოიყენებენ შესაბამის ტერმინოლოგიას. შეადარებენ
ერთმანეთს ფაქტებს , მოვლენებსა და საგნებს.
|
·
მიმოხილვა
შეკითხვების გამოყენებით. როლური თამაში.
·
დისნეის
აზროვნების სამი სკამი
|
ტექსტი, ინტერნეტრესურსი,
სამუშაო ფურცლები , კალამი, გრაფიკული სქემები/ცხრილი-„სიტყვების
გამომძიებებლი“
|
25
|
2/05
|
ტექსტზე მუშაობა
|
გაეცნობიან კითხვის
სტრატეგიის ხერხს-- გააზრებული კითხვა.
ამოიწერენ უცხო
სიტყვებს და განმარტავენ.
მოიძიებენ მნიშვნელოვან
ფრაზებს, საკვანძო სიტყვებს და დაასაბუთებენ
არჩევანს.
|
·
საჩვენებელი/სამოდელო
წაკითხვა(მასწავლებლის მიერ).
·
დისკუსია(სხვადასხვა დონის შეკითხვების დასმით)
·
ინდივიდუალური
და დამოუკიდებელი კითხვა.
·
ტექსტის
როლებში ინსცენირება .
·
აქტივობის ბარათები.
·
სიტყვის
პირამიდა .
·
შეკითხვების
ყუთი.
|
ტექსტი, თვალსაჩინოება
, ინტერნეტრესურსი სქემები , ბარათები, ილუსტრაციები, გამოსაძახებელი ჩხირები, ფლიფრჩატი
, მარკერი, სამუშაო ფურცელი , კალამი.
|
26
|
16/05
|
რედაქტირება
|
მოსწავლეებს მიეცემათ
განმარტება ტერმინი „რედაქციის „შესახებ შეძლებენ ხელნაწერის გასწორებას და ლიტერატურულ
დამუშავებას, კორექციას ენობრივი ნორმების გამოყენებით.
|
·
შეცდომით
ნაბეჭდი ტექსტი.
·
ნაწერზე
კომენტარების გაკეთება.
·
ნაწერის
გადამუშვება და რედაქტირება.
·
საავტორო
სკამი.
|
საინფორმაციო
რესურსი, სამუშაო ფურცლები, კალამი, ლეპტოპი,პროექტორი ხუთსაფეხურიანი წერისა და
ექვსი მახასიათებლის პოსტერები.
|
27
|
23/05
|
ლექსიკურ ერთეულებზე
დაყრდნობით წინადადებებისა და ამბის შედგენა
|
მოსწავლეები შეძლებენ
ლექსიკური ერთეულების კონტექსტის გამოყენებას .ააგებენ მარტივ წინადადებებს მასწავლებლის მიცემული სიტყვებით და ამ სიტყვებით
შეადგენენ საკუთრ მოთხრობას.
|
·
„ჩემი
წიგნის 5 წუთი“
·
ჩანაწერების
გაკეთება პერსონაჟებზე.
·
სამგანზომილებიანი
მინიატურული .
·
მოდელის--
დიორამას შექმნა.
·
დისკუსია
|
მცირე ზომის მუყაოს
ყუთი, ფერადი ფანქრები, პლასტელინი , ქსოვილები ფერადი ფურცლები, წერბო ,. ბუნებრივი
მასალები ცხრილები ,სქემები, კალამი, სამუშაო
ფურცელი.
|
28
|
30/05
|
როგორ ავაგოთ
პირამიდული ისტორია.
|
მოსწავლეები შექმნიან
მცირე მასშტაბის მოთხრობას .შეძლებენ საკუთარი აზრის გადმოცემას , პრობლემის დანახვასა
და მისი გადაჭრის გზებს.
|
·
ტექსტზე
მუშაობა.
·
კითხვა
-პასუხი.
·
სიუჟეტიანი
ტექსტის სტრუქტურის აგება.
·
აბზაცების
დასათაურება.
·
თამაში
„ლაბირინთი“.
·
დიკუსია.
|
სამეცნიერო -დოკუმენტური
ფილმების ჩვენება . სამუშაო ფურცლები , კალამი, სლაიდები, მარკერი, დიდი ზომის თაბახის
ფურცელი.
|
29
|
6/06
|
„როლი, აუდიტორია
,ფორმა, თემა“
|
მოსწავლეები შეძლებენ
სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის მხატვრული და არამხტვრული ტექსტების შექმნას.
|
·
თხრობითი
ტექსტი.მინიშნება სიტყვების ბარათზე.
·
ლექსიკური
ერთეულების წინასწარ გაცნობა
|
საინფორმაციო
რესურსი, სამუშაო ფურცლები, კალამი, ლეპტოპი,პროექტორი ხუთსაფეხურიანი წერისა და
ექვსი მახასიათებლის პოსტერები.
|
30
|
13/06
|
შემაჯამებელი მუშაობა განვლილი საკითხების ირგვლივ
|
შეძლებენ მიღებული ცოდნის წარმოჩენას
|
ტესტზე მუშაობა
|
ტესტი , საწერ-კალამი
|
Subscribe to:
Posts (Atom)